ამინდი
დღეიდან სამცხე-ჯავახეთში ჰაერის ტემპერატურა დაეცემა
სინოპტიკოსები სამცხე-ჯავახეთში დღეიდან ტემპერატურის ვარდნას ვარაუდობენ. 29 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 0 ღამით კი მინუს 13 გრადუსს უნდა ველოდოთ.

ბორჯომში დღისით მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი მინუს 12-ს, ასპინძაში ტემპერატურა დღისით მინუს 1 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 14. ადიგენში დღისით მინუს 2 გრადუსი, ღამით კი მინუს 13 გრადუსია ნავარაუდევი.

ჯავახეთში - ახალქალაქში დღისით მინუს 4 და ღამით მინუს 16 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 6 და ღამით მინუს 16 გრადუსს ვარაუდობენ.

რაც შეეხება რეგიონის კურორტებს, აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას მინუს 4 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 15-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით მინუს 4, ღამით კი მინუს 14 გრადუსს.

დედაქალაქ თბილისში კი დღისით 7, ღამით კი მინუს 4 გრადუსი იქნება.

| Print |