ამინდი
როგორი ამინდი იქნება სამ თებერვლამდე სამცხე-ჯავახეთში?
სინოპტიკოსები სამცხე-ჯავახეთში სამ თებერვლამდე მზიან ამინდს ვარაუდობენ. 31 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას პლუს 4, ღამით კი მინუს 6 გრადუსს უნდა ველოდოთ.

ბორჯომში დღისით პლუს 5 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი მინუს 3-ს, ასპინძაში ტემპერატურა დღისით პლუს 3 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 7. ადიგენში დღისით პლუს 2 გრადუსი, ღამით კი მინუს 7 გრადუსია ნავარაუდევი.

ჯავახეთში - ახალქალაქში დღისით მინუს 1 და ღამით მინუს 8 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 3 და ღამით მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ.

რაც შეეხება რეგიონის კურორტებს, აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 0 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 9-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით მინუს 1, ღამით კი მინუს 7 გრადუსს.

დედაქალაქ თბილისში კი დღისით პლუს 10, ღამით კი პლუს 1 გრადუსი იქნება.
| Print |