ამინდი
როგორი ამინდი იქნება რეგიონში უახლოეს დღეებში?
სინოპტიკოსების ცნობით, 10 თებერვლის ჩათვლით სამცხე-ჯავახეთში უამინდობა შენარჩუნდება.

რვა თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 6, ღამით კი მინუს 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 6 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი მინუს 1-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 5 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 3. ადიგენში დღისით 3 გრადუსი, ღამით კი მინუს 4 არის ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - ახალქალაქში დღისით 1 და ღამით მინუს 5 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 2 და ღამით მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე მსგავსი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 5-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 1, ღამით კი მინუს 5 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღისით 10, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.
| Print |