ამინდი
როგორი ამინდი იქნება 13-14 თებერვალს სამცხე-ჯავახეთში?
12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 თებერვალს ზოგგან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

14 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, აცივდება და მოთოვს. საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, 13 და 14 თებერვალს ამინდი გაუარესდება ჩვენს რეგიონშიც. 13 თებერვალს მაქსიმალური ტემპერატურა +3 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო მინიმალური -5 გრადუსი. 14 თებერვალს რეგიონში მაქსიმალური ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ხოლო მინიმალური - 2 გრადუსი.

სინოპტიკოსების 15 თებერვლიდან მზიან ამინდებს ვარაუდობენ.
| Print |