ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე?
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მზიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურა კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. 2 და 3 აპრილს ახალციხეში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. მაქსიმალურ ტემპერატურას 16, ღამით კი 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 19 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი ექვსს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 21 გრადუსი იქნება, ღამით კი 7 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 17, ღამით კი 4 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც თბილ ამინდებს უნდა ველოდოთ. ახალქალაქში დღისით 12 და ღამით 2 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 13 და ღამით 2 ასევე გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც თბილი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 10 გრადუსს, ხოლო ღამით 1-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 12, ღამით კი 5 გრადუსს. 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 10 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |