ამინდი
როდემდე გაგრძელდება არამდგრადი ამინდი სამცხე-ჯავახეთში?
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ სამცხე-ჯავახეთში წვიმა და დაბალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე გაგრძელდება. 5 აპრილს ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. მაქსიმალურ ტემპერატურას 11, ღამით კი 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ასევე იწვიმებს ბორჯომში, დღისით აქ 11 გრადუსს უნდა ველოდოთ, ღამით კი ორს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი მინუს ერთი გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი. ადიგენშიც წვიმს, სინოპტიკოსები აქ დღისით 8, ღამით კი მინუს 1 გრადუსს პროგნოზირებენ.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ თოვლია ნავარაუდევი. ახალქალაქში დღისით 8 და ღამით 7 გრადუსი ყინვა იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 7 და ღამით ასევე მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც წვიმა და თოვლია მოსალოდნელი. აბასთუმანში იწვიმებს, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 7 გრადუსს, ხოლო ღამით 1-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში კი თოვლს ელოდებიან, დღისით 6, ღამით კი მინუს 3 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |