ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში სამცხე-ჯავახეთში?
სინოპტიკოსები სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ. 26 აპრილს ახალციხეში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. მაქსიმალურ ტემპერატურას 25, ღამით კი 8 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 22 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 6-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 25 გრადუსი იქნება, ღამით კი 7 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 21, ღამით კი 6 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიან ამინდს უნდა ველოდოთ. ახალქალაქში დღისით 19 და ღამით 3 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 18 და ღამით 2 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 19 გრადუსს, ხოლო ღამით 6-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 17 ღამით კი 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 14 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |