ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში?
სინოპტიკოსები სამცხე-ჯავახეთში კვირას და ორშაბათს წვიმას ვარაუდობენ. 30 აპრილს ახალციხეში მაქსიმალურ ტემპერატურას 22, ღამით კი 10 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 20 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 8-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 21 გრადუსი იქნება, ღამით კი 9 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 18, ღამით კი 4 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მცირე წვიმას ვარაუდობენ. ახალქალაქში დღისით 16 და ღამით 2 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 15 და ღამით 1 გრადუსს ვარაუდობენ.

იწვიმებს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 17 გრადუსს, ხოლო ღამით 6-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 15 ღამით კი 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 13 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |