ამინდი
გამოიდარებს თუ არა სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე კვირას?
სინოპტიკოსები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის მცირედით კლებას და ძლიერ წვიმას ვარაუდობენ. 3 მაისს ახალციხეში მაქსიმალურ ტემპერატურას 18, ღამით კი 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 19 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 4-ს.

ასპინძაშიც ტემპერატურა დღისით 19 გრადუსი იქნება, ღამით კი 3 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 18, ღამით კი 1 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმას ვარაუდობენ. ახალქალაქში დღისით 13 და ღამით 0 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 12 და ღამით მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

იწვიმებს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 16 გრადუსს, ხოლო ღამით 1-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 13 ღამით კი მინუს 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 8 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |