ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე რეგიონში?
ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ორ ივლისს ახალციხეში დღისით 22, ღამით კი 12 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 21 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 13-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 22 გრადუსი იქნება, ღამით კი 11 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 20, ღამით კი 11 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიწევს. ახალქალაქში დღისით 17 და ღამით 7 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 16 და ღამით 6 გრადუსს ვარაუდობენ.

წვიმს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 22 გრადუსს, ხოლო ღამით 10-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 15 ღამით კი 8 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 18 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |