ამინდი
როდიდან დათბება სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელ აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34, მთაში +25, +30, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდი და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. 26 ივლისს ახალციხეში დღისით 26, ღამით კი 13 გრადუსს უნდა ველოდოთ.

ბორჯომში მცირე წვიმას, დღისით 26 გრადუსს, ღამით კი 11-ს ვარაუდობენ. ასპინძაში ტემპერატურა დღისით 26 გრადუსი იქნება, ღამით კი 11 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 25, ღამით კი 10 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 26 და ღამით 11 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 22 და ღამით 7 გრადუსს ვარაუდობენ.

ცვალებადი ამინდია რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 23 გრადუსს, ხოლო ღამით 10-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 21 ღამით კი 7 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 17 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |