ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელ აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34, მთაში +25, +30, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

სამცხე-ჯავახეთში მზიანი ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. 28 ივლისს ახალციხეში დღისით 29, ღამით კი 17 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 29 გრადუსს, ღამით კი 16-ს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 30 გრადუსი იქნება, ღამით კი 15 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 29, ღამით კი 16 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - მზიანი ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 30 და ღამით 11 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 25 და ღამით 13 გრადუსს ვარაუდობენ.

ტემპერატურა მოიმატებს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 28 გრადუსს, ხოლო ღამით 16-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში , დღისით 24 ღამით კი 11 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 21 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |