ამინდი
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

სამცხე-ჯავახეთში კვლავ მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 30 აგვისტოს ახალციხეში დღისით 32, ღამით კი 17 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 32 გრადუსს, ღამით კი 14-ს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 32 გრადუსი იქნება, ღამით კი 15 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 31, ღამით კი 16 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს -აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 29 და ღამით 11 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 27 და ღამით 12 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 29 გრადუსს, ხოლო ღამით 16-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 26 ღამით კი 11 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 22 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |