ამინდი
თოვა და დაბალი ტემპერატურა - როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ცვალებადი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

სამცხე-ჯავახეთში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 20 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 4 ღამით კი მინუს 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 4 ღამით კი მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 3 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 3. ადიგენში დღისით 2, ღამით კი მინუს 3 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 1 და ღამით მინუს 5 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 1 და ღამით მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 2 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 3 -ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 1, ღამით კი მინუს 6 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 7, ღამით კი 3 გრადუსი იქნება.
| Print |