ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე კვირას?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში უნალექო ამინდი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ზოგან დროგამოშვებით, შესაძლებელია მცირე წვიმა.

14 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 14 გრადუსია ღამით კი 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 17, ღამით კი 10 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 15 გრადუსი იქნება, ღამით კი 6. ადიგენში დღისით 10 ღამით 2 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 11, ღამით 2 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 9-ს, ღამით 2 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 11 გრადუსს, ხოლო ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 12, ღამით კი 5 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 12 გრადუსი იქნება.
| Print |