როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში უქმეებზე?
6-7 აპრილს, სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება მოღრუბლული და წვიმიანი ამინდი. 6 და 7 აპრილს ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +11 და +14 გრადუსს, ღამით კი + 1 და +3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც წვიმს. დღისით +10 და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 და +5 გრადუსს ვარაუდობენ.
თბილი და უნალექო ამინდია ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +12 და +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 და +1 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდია ადიგენშიც, დღისით +9 და +11 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +2 და 0 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +8 და +10 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +1 და მინუს 1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით +5 და +7 გრადუსს, ხოლო ღამით 0 და მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც წვიმს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +7 და 10 გრადუსია, ხოლო ღამით მინუს 1 და +1 გრადუსი იქნება. წვიმა და ღამით ყინვაა ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +2 და +5 და ღამით მინუს 3 და 0 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც თბილი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა ორივე დღეს +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 და +9 გრადუსი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აპრილამდე, საქართველოში მოღრუბლული და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.