ამინდი
ამინდი მკვეთრად იცვლება
3 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

ახალციხე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, პერიოდულად წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +11 °.

ბორჯომი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, პერიოდულად წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14 °.

ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, პერიოდულად წვიმა.დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +11°.

აბასთუმანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით + 11°.

ასპინძა - უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +14 °.

ადიგენი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, პერიოდულად წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +13°.

ახალქალაქი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, პერიოდულად წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +9°.

ნინოწმინდა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, პერიოდულად წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +9°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა და ელჭექი. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +18 °.

| Print |