ამინდი
ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს - სინოპტიკოსები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ივლისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, თუმცა ამავე დროს ზოგიერთ რაიონებში მოიმატებს ტემპერატურა.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძა): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +28 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, ნინოწმინდა): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.
| Print |