2 გრადუსი ყინვა - როდემდე შენარჩუნდებაარამდგრადი ამინდები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
14 და 15 მაისს ახალციხეში წვიმს. დღისით ჰაერი +11 და +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 და +5 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც წვიმა იქნება. +10 და +13 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +3 და +7 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +2 და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით მინუს 2 და +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ასპინძაში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +10 და +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 და +4 გრადუსი იქნება.
ადიგენშიც თბილი ამინდი იქნება. +9 და +14 იქნება დღისით, ღამით კი +4 და +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი აბასთუმანშიც, დღისით +8 და +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 და +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალქალაქშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +6 და +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 და 0 გრადუსი იქნება.
უნალექო ამინდი იქნება ნინოწმინდაშიც. +5 და +9 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +1 და - 1 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება.
თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 და +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 და +11 გრადუსი იქნება.