ინტერვიუ
იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა ვერ იმუშავებს - ეკონომისტები
მთავრობის დადგენილება „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამაზე „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, სუბსიდია გაიცემა პირებზე, ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან ერთი წლის განმავლობაში, ახალაშენებული ბინის შესაძენად არაუმეტეს 200 000-ლარიან იპოთეკურ სესხს აიღებს.

თუ რეფინანსირების განაკვეთი 5%-ს გაუტოლდება, სახელმწიფო თანადაფინანსებას წყვეტს. დაფინანსება აღდგება იმ შემთხევვაში, თუ რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 5%-ზე მაღალი იქნება.

წესების მიხედვით, თანადაფინანსების წილი არა 4%, არამედ „არაუმეტეს 4%-ია“. შესაძლებელია სხვადასახვა პერიოდის განმავლობაში მთავრობის თანადაფინანსება 4%-ის ტოლი არ იყოს. პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია.

| Print |