ინტერვიუ
რა რეკომენდაციების შესრულება მოუწევს ბაღებს გახსნის შემდეგ?
ახალციხის საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის ემზადებიან. თუმცა მათ გარკვეული რეგულაციების დაცვა ყოველდღიურად მოუწევთ.

ა(ა)იპ–ი „ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ დირექტორის თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბაღებმა არაერთი წესი უნდა შეასრულონ. მარინა მერაბიშვილი განმარტავს, რომ აუცილებელია რამდენჯერმე მოხდეს სველი წერტილების დამუშავება. მისივე თქმით, საბავშვო ბაღის მონიტორინგის სამსახური სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას ყოველდღიურად გააკონტროლებს.

პროტოკოლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალა. ასევე, დაწესდა შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. მშობელი ვალდებულია არასრულწლოვანის ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, ბავშვი შენობის შესასვლელთან დაახვედრონ.

რაც შეეხება ჯგუფებში ბავშვების დასაშვებ რაოდენობას, პროტოკოლის მიხედვით, უნდა შემუშავდეს გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითოეულ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იქნება.


| Print |