ინტერვიუ
"სტუდენტებისთვის სასწავლო წელი ფუჭად დაიკარგება" - განათლების ექსპერტი
საბუნებისმეტყველო, სამედიცინო და სამეცნიერო განხრის სტუდენტები, რომლებსაც პანდემიის გამო პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოები აუდიტორიებში არ უტარდებათ, არადამაკმაყოფილებელი შეფასებები ექნებათ - ფიქრობს განათლების ექსპერტი.

მანანა ნიკოლაიშვილს მიაჩნია, რომ ამ სტუდენტებისთვის სასწავლო წელი ფუჭად დაიკარგება, მათ შორის არიან ახალგაზრდები, რომლებიც სომხეთის უნივერაიტეტებში სწავლობენ. საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ასეთი ფაკულტეტის სტუდენტებმა, პრობლემის გადასაჭრელად ერთობლივი წერილით ქვეყნის პირველ პირს უნდა მიმართონ, ან უნივერსიტეტში აკადემიური წელი აიღონ.



| Print |