ინტერვიუ
ვირუსი უკვე შესწავლილია - ეპიდემიოლოგი
საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე შეზღუდვები ისევ მოქმედებს. პანდემიის პირველი ტალღის დაწყების დროს, მედიკოსები COVID 19-ს არ იცნობდნენ და ამბობდნენ, რომ ადამიანისთვის სასიკვდილო ვირუსი იყო. შესაბამისად, ქვეყანაში მკაცრი რეგულაციები დაწესდა.
მეორე ტალღის დაწყების დროს შეზღუდვები საქართველოში იმაზე ნაკლებად გამკაცრდა, ვიდრე თავდაპირველად. სპეციალისტები ამას იმით ხსნიან, რომ ვირუსი უკვე შესწავლილია და შედარებით ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაცული იქნება ყველა რეგულაცია.
ეპიდემიოლოგი მოსახლეობას ურჩევს, რომ დაცვან დისტანცია და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას.

| Print |