"მძიმე ზამთარი გველოდება" – ივა ჭყონია ფასების ზრდაზე
00:15 / 19.11.2020
ლარი უფასურდება, ავტომატურად ძვირდება პროდუქტიც. ამას ერთვის სეზონური ფაქტორიც, შედეგად რადიკალურად გაზრდილ ფასებს ვიღებთ.
"წინ მძიმე ზამთარი გველოდება. რეალურად, ვინც სამუშაო ადგილები შეინარჩუნა, ხელფასის მიმართულებით არანაირი ცვლილება არ აქვთ და შემოსავალი იგივე აქვთ, თუმცა გასავალი გაცილებით მეტი აქვთ ფასის ცვლილებიდან გამომდინარე" – აცხადებს საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი. ივა ჭყონიას ფასებთან მიმართებაში, ნეგატიური მოლოდინი აქვს.