სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება

14:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხეში ზარზმელის, გამსახურდიას ქუჩებზე და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღრელი, ანდა, საფარა, მინაძე და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 12:00 საათამდე - ბაკურიანში წაქაძის, აღმაშენებელის, კოსტავას, წერეთლის, ნიკოლაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

13:00-დან 15:00 საათამდე - ბაკურიანში დიდველის მიმდებარე ტერიტორიას, აღმაშენებელის, თრიალეთის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 18:30 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს კუმურდო, ჩამდურა, კიროვაკანი, მურჯახეთი, ვაჩიანის გზადკეცილზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |