სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება

13:00-დან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აწყური, ტყემლანა, თისელი.

3 ივნისს 12:30-დან 13:30 საათამდე - აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტბა, ლიბანი, ცემი, წაღვერი, დაბა.

13:30-დან 14:30 საათამდე - სოფლებს ცემი, მზეთამზე, წაღვერი, პატარა მიტარბი, ტიმოთესუბანი, ტბა.

14:30-დან 15:30 საათამდე - აბონენტს სოფელ ტბაში. სოფლებს ციხისჯვარი, ანდეზიტი.

15:30-დან 16:30 საათამდე - სოფლებს სადგერი, დაბა, პატარა მიტარბი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |