სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

 

ახალციხეში, ბაკურიანში, ასპინძასა და ახალქალაქში დენი გაითიშება.

 

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ურაველი, მუსხი, ჭაჭარაქი, ხეოთი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ქ. ახალციხეში რუსთაველის, 9 აპრილის, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებს.

15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში ზარზმელის, გამსახურდიას ქუჩებზე, სოფლებში ღრელი, ანდა, მინაძე, ნავანები და მიმდებარე სოფლებში. 17:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს აწყური, ტყემლანა, თისელი.

14:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს დაბა ბაკურიანში დავით აღმაშენებელის, თრიალეთის, წაქაძის ქუჩებზე.

13:00-დან 18:30 საათამდე -ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს სულდა, კარწახი, დადეში, ფილიპოვკა და მიმდებარე სოფლებს.

14:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტს ასპინძის რაიონის სოფელ ხერთვისში. 15:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებს ხიზაბავრა, აწყვიტა, ნიჯგორი, ტოლოში, სარო. 16:00-დან 17:00 საათამდე - სოფლებს ნაქალაქევი, თმოგვი, გელსუნდა, კორისხევი, გავეთი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

| Print |