სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება 16:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხეში რუსთაველის, 9 აპრილის ქუჩებზე, სოფელ ღრელში, ახალქალაქის გზატკეცილზე.

13:00-დან 16:00 საათამდე - ბორჯომში თორის, მესხეთის, რაზმაძის, გოგებაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

12:00-დან 19:00 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს კარწახი, ბოზალი, ფილიპოვკა და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 13:00 საათამდე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს დიდი ხანჩალი, დილითი, პატარა ხანჩალი, კატნატუ.

13:00-დან 14:00 საათამდე - ნინოწმინდაში თავისუფლების, ოვსეპაინის, პუშკინის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებს.

14:00-დან 15:00 საათამდე - სოფლებს გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა, სპასოვკა, ეფრემოვკა, სამება. 16:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს ჯიგრაშენი, დიდი გონდრიო, მამწვარა, ყულალისი, პატარა გონდრიო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |