სიახლეები
რა იცით ნადირობის შესახებ (პასუხები)
როდის იწყება ნადირობის სეზონი?
ნადირობის სეზონი აგვისტოს მესამე შაბათს იწყებოდა, მაგრამ 2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს, 24-ში გაიხსნება.

სად არის ნებადართული ნადირობა?

ნადირობა დაშვებულია სახელმწიფო ნაკრძალებიდან 500 მეტრის და ეროვნული პარკებიდან 250 მეტრის დაშორებით.

რა ღირს ნადირობის ლიცენზია?

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის - 10 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

რა არის ნებადართული ნადირობის დროს?

ნებადართულია მონადირე ძაღლის თანხლებით ნადირობა.

რა არის აუცილებელი ძაღლთან ერთად ნადირობის დროს?

ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლების, ასევე სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში.

როდის იწყება წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა მხოლოდ ჯავახეთში?

წყალმცურავ ფრინველებზე, ნინოწმინდასა და ახალქალაქში ნადირობა 10 სექტემბრიდან იწყება.

დღეში რამდენი რუხი იხვის მონადირება შეიძლება ჯავახეთში?
ჯავახეთის ტერიტორიაზე შეიგძლიათ მხოლოდ ორი რუხი იხვის, ლათინურად Anas strepera-ს მონადირება.

რომელი უწყება აკონტროლებს ნადირობის პროცესს?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, 24 საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ მთელი საქართველოს მასშტაბით.

რა მეთოდით შეიძლება ნადირობა?
ნადირობისას აკრძალულ მეთოდებში არ შედის სანადირო თოფი.

როდის სრულდება ნადირობის სეზონი ჯავახეთში?

ნინოწმინდისა და ახალქალაქის ტერიტორიაზე ნადირობა 31 დეკემბერს სრულდება.
| Print |