სიახლეები
სანაპიროს ქუჩის შეცვლილი სახელი
ვიწრო ქუჩა სკოლით, საბავშვო ბაღითა და 10-მდე მოსახლით 19 წელია პაატა მიქუტიშვილის სახელს ატარებს. გასულ საუკუნეში ის სანაპიროს ქუჩა იყო. მისი სიგრძე დაახლოებით, 150 მეტრია. აქ მცხოვრები 10-მდე ოჯახიდან ცოტამ თუ იცის, რატომ მიანიჭეს ქუჩას პაატა მიქუტიშვილის სახელი.


როდის მიენიჭა ქუჩას პაატა მიქუტიშვილის სახელი?


პაატა მიქუტიშვილი 1999 წლის 4 აპრილს, 38 წლის გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ, 2 000 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ ახალციხის საკრებულომ რაიონის საკრებულოს თხოვნის საფუძველზე დადგენილება მიიღო და ქალაქში სანაპიროს ქუჩას პაატა მიქუტიშვილის სახელი ეწოდა. 

ვინ იყო პაატა მიქუტიშვილი?

„დაუღალავი, შრომისმოყვარე, კეთილშობილი, პატრიოტი, კეთილსინდისიერი, მოკრძალებული“, - ასე ახასიათებენ პაატა მიქუტიშვილს მეგობრები და მამა, სერგო მიქუტიშვილი.

პაატა მიქუტიშვილი 1961 წლის 20 მარტს, ახალციხეში, პედაგოგოების ოჯახში დაიბადა. ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ერთი შვილიშვილი.  

საშუალო განათლება ქ.ახალციხის 1-ელ საშუალო სკოლაში მიიღო. სკოლის დასრულების შემდეგ წარჩინებით დაამთავრა ახალციხის #122 ტექნიკური სასწავლებელი. 1982 წელს ჩაირიცხა საქართველოს ზოოვეტერინალურ ინსტიტიუტში, რომელიც 1987 წელს დაასრულა.

თავდაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სისტემაში მუშაობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდაცვის სამინისტროს დავალებებს აფხაზეთსა და ცხინვალში ასრულებდა. მოქმედ ქართულ სამხედრო შენაერთებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და საბრძოლო მასალებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, რისკის ფასად აწვდიდა.

სამუშაო გამოცდილება

• 1999 - ახალციხის რაიონის საკრებულოს მდივანი;
• 1998 - დეპუტატი, საქართველოს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულო;
• 1997 - აღმასრულებელი მდივანი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ახალციხის რაიონული ორგანიზაცია;
• 1995 - თავმჯდომარე, ადამიანის უფლებებისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ფონდის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ორგანიზაცია;
• 1995 - პროკურორის თანაშემწე, ახალციხის სამხედრო რეგიონალური პროკურატურა, საერთო ზედამხედველობის ხაზით;
• 1993 - დირექტორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის მთავარი სამმართველოს წყალთბილის სახელმწიფო საწარმო;
• 1992 - რწმუნებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონის 21 კილომეტრიანი ზოლის მეურნეობა;
• 1990 - ექსპერტ-ინსპექტორი, ახალციხის რაიონის სახელმწიფო დაზღვევის ინსპექცია;
• 1982 - მთავარი ეპიზოტოლოგი, ახალციხის რაიონის ვეტსამკურნალო;
• 1982 - მუშა, ახალციხის რაიონის სხვილისის საბჭოთა მეურნეობაში;

მიღებული მადლობები

• თავდაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სისტემაში მუშაობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდაცვის სამინისტროს დავალებებს აფხაზეთსა და ცხინვალში ასრულებდა. მოქმედ ქართულ სამხედრო შენაერთებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და საბრძოლო მასალებს დღეღამის პირობებში სიცოცოხლის დაუზოგავად აწვდიდა. ამის გამო, თავდაცვის სამინისტროსგან პაატა მიქუტიშვილმა, როგორც აფხაზეთის ომის მონაწილემ მადლობა დაიმსახურა.

• ადამიანის უფლებებისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ფონდში მუშაობისას, პაატა მიქუტიშვილმა მოქმედ საერთაშორისო დეკლარაციებზე დაყრდნობით, პრინციპული დამოკიდებულებით ახალციხელ მოქალაქეებსა და პატიმრებს თავისუფლება მიანიჭა, რისთვისაც საერთაშორისო ფონდის საქართველოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან მადლობა დაიმსახურა.

| Print |