სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხიზაბავრა, სარო, ნიჯგორი და მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 12:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში დავით აღმაშენებლის, ჭონქაძის, აბასთუმნის, გიორგი ბრწყინვალის, ბორჯომის ქუჩებზე, სოფლებში წირა, კლდე, წყრუთი, ხოლო 12:00-დან 13:00 საათამდე - გურამიშვილის, ხმალაძის, გურამიშვილის,ექვთიმე ათონელის, სანაპიროს, ივ.ახალციხელის, ციხისძირის, მიქუტიშვილის, ივ. ათონელის, იაძის ქუჩებს, სოფლებს სხვილისი, საძელი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |