სიახლეები
ახალციხეში, ასპინძასა და ახალქალაქში დენი გაითიშება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ახალციხეში ჯაყელის, ორბელიანის, წმ. ანდრია პირველწოდებულის, მებაღიშვილის, თაყაიშვილის, ჭყონდიდელის, მთაბუკაშვილის, მესხეთის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 15:00 საათამდე - ასპინძაში ერეკლე II, გურამიშვილის, ბესიკის, ცხრა აპრილის, კლდიაშვილის, დავით აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს დამალა, ოშორა, რუსთავი, იდუმალა, ოთა.

12:00-დან 14:30 საათამდე - ახალქალაქში დ. აღმაშენებლის, თავისუფლების, ნალბანდიანის, მაშტოცის, ჯავახეთის, თბილისის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, მალხასიანის და მიმდებარე ქუჩებს. 12:00-დან 17:00 საათამდე - სოფლებს ოკამი, ხავეთი, დავნია, ერინჯა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |