სიახლეები
აშშ-ში აუქციონებზე გასაყიდად ეკლესიები გამოაქვთ
აშშ-ში უცნაური აუქციონი იმართება. მინესოტას შტატის ქალაქ ტრეისში გასაყიდად ეკლესია გამოიტანეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მყიდველი საჩუქრად ეკლესიის მოძღვრის სახლს მიიღებს, ამის შესახებ Independent წერს.

მყიდველს აუქციონის პირობებით ეკლესიის შენობის დანიშნულების შეცვლა შეუძლია. კერძოდ, შესაძლებელია ეკლესიის საწყობად გადაკეთებაც. საწყისი ფასი $48 ათასია. მოძღვრის სახლი 1900 წელსაა აშენებული.

გამოცემის ცნობით, აშშ-ში ბევრი მიტოვებული ეკლესიაა. ამიტომ ხელისუფლებამ ამ შენობების აუქციონებზე გატანა გადაწყვიტა. „ამით შენობებს ახალი სიცოცხლის დაწყების შანსი აქვთ“, აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

,,ამერიკის შეერთებული შტატების ბევრ ეკლესიას აღარ შეუძლია შეინარჩუნოს თავისი შენობები - ამერიკაში ყოველწლიურად 6,000-დან 10,000 ეკლესია იღუპება - და ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება" - წერს ჟურნალი The Atlantic.

”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების 70 პროცენტზე მეტი თავს ქრისტიანს უწოდებს,  ბევრი ამერიკელისთვის რწმენა მაინც ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ადრე იყო. ამიტომ, ეკლესიათა რაოდენობა მცირდება, როგორც მთლიანი მოსახლეობის წილი, ხოლო ეკლესიებში შემოწირულობები ბოლო ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცა" - წერს ამერიკული მედია.

რელიგიური საზოგადოებები ხშირად არჩევანის წინაშე დგანან: მათ ან უნდა გაყიდონ ეკლესიის შენობა-ნაგებობები, რომლის შენახვაც აღარ შეუძლიათ, ან იპოვონ გზა ახალი დანიშნულებით.
| Print |