სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ტბა, ლიბანი, წაღვერი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 12:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში რუსთაველის, გამარჯვების, ბესიკის, პეტრიწის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.