სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ივნისს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ნიჯგორი, ტოლოში, აწყვიტა, სარო და მიმდებარე სოფლებში,

13:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ეშტია, სათხა, დიდი ხანჩალი, ჯიგრაშენი, დილითი, უჩმანა, ჟდანოვი და მიმდებარე სოფლებში,

14:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფელბში ჩუნჩხა, პტენა, მურჯახეთი, დადეში, სულდა, ერინჯა, მაჯადია და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |