სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს 12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში წყრუთი, სვირი, ელიაწმინდა, მიქელწმინდა და მიმდებარე სოფლებში,

13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კუმურდო, ჩამდურა, მურჯახეთი, მაჯადია, პტენა და მიმდებარე სოფლებში,

13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში ვარხანი, ბოლაჯური, აბასთუმანი, ხევაშენი, შოლავერი, ხარჯამი, ფხერო, საღრძე და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |