სიახლეები
6 თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში რეექსპორტზე 10 527 ავტომობილი გავიდა
2020 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანში სხვადასხვა დანიშნულების 27 792 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, - ამის შესახებ გვიამბობს haqqin.az.

ქვეყნის საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, ეს 4818 ერთეულით, ანუ 21%-ით მეტია ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ მეზობელ ქვეყანაში ავტომობილების უმსხვილესი ექსპორტიორი საქართველოა - საანგარიშო პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში 10 527 ავტომობილი გავიდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში - 8379. ინფორმაციას მედიანიუსი ავრცელებს.
| Print |