სიახლეები
ხანჩალში 9 ტონა თივა დაიწვა
სოფელ ხანჩალის მკვიდრს, ვალოდ კონდიანს, 445 თივის პრესი დაეწვა. ცეცხლის გაჩენის მიზეზად, ბავშვების უყურადღებობა სახელდება. მეპატრონის თქმით, ხანძარი 27 აგვისტოს, დღისით გაჩდა. ინფორმაციას რადიო nor.ge ავრცელებს.

„დაახლოებით 9 ტონა თივა დაიწვა. ახლა არ ვიცით, რა ვქნათ. თივა წელს ძალიან ძვირია, 8 ლარამდეა გაზრდილი. საიდან მაგდენი თანხა, რომ ვიყიდო. მთელი ზაფხული მოვაგროვეთ, ვემზადებოდით ზამთრისთვის და ერთ წუთში ყველაფერი დაიწვა. ძროხებსაც ფასი არ აქვთ, რომ გაყიდო“ - ამბობს სოფელ ხანჩალის მკვიდრი ვალოდ კონდიანი.

მეპატრონის თქმით, ასეთ სიტუაციაში, დაზარალებულებს, შარშან სოფელი ეხმარებოდა. ახლა კი დახმარების იმედი აღარ აქვს, რადგან თივა წელს თითქმის მთელმა სოფელმა იყიდა.

მეხანძრეებმა და თანასოფლელებმა ხანძარი ერთიანი ძალებით ჩააქრეს.

| Print |