სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ოქტომბერს 11:00-დან 11:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ივერია, ერკოტა, ორგორა და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ჭობარეთი, ღობიეთი და მიმდებარე სოფელბში,

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში რობაქიძის, ნინოშვილის, ხანძთელის, ფალიაშვილის, მესხეთის და მიმდებარე ქუჩებზე,

18:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ივერია, ორგორა, ერკოტა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |