სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 14:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. ბორჯომში რუსთაველის, თორის, აღმაშენებლის, ერეკლეს, ნიკოლაძის, აღმაშენებლის, გამარჯვების, გურამიშვილის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, რველი, კორტანეთი, ზანავი.

12:30-დან 18:30 საათამდე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს ჯიგრაშენი, დიდი გონდრიო, მამწვარა, ყულალისი, პატარა გონდრიო.

12:40-დან 13:00 საათამდე - აბონენტებს ქ. ასპინძაში ერეკლე II-ეს, გურამიშვილის, ბესიკის, 9 აპრილის, სულხან-საბას ქუჩებზე, სოფლებში დამალა, ოშორა, რუსთავი, იდუმალა, ოთა, ინდუსა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |