სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 08:30-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აწყური, საყუნეთი, წინუბანი, ზიკილია, აგარა, გიორგიწმინდა, მუგარეთი, თისელი, ტყემლანა, ფერსა, გურკელი, წრიოხი.

15:00-დან 18:00 საათამდე - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში.

12:30-დან 18:30 საათამდე - ახალაქალაქის რაიონის სოფლებს იხტილა, მერენია, კოჩიო, ალათუმანი, აგანა, პატარა სამსარი, დიდი სამსარი, სირკვა, გოკიო, არაგვა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |