სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 იანვარს 12:00-დან 13:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში გამარჯვების, რუსთაველის, ბესიკის, ინაურის, ანდრია პირველწოდებულის და მიმდებარე ქუჩებზე,

13:30-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, ვარდგინეთი, ზანავი, რველი და მიმდებარე სოფლებში,

15:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომში ვაშლოვანის, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |