სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 აპრილს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ტბა, კიმოთი, წაღვერი, მიტარბი, პატარა მიტარბი, ციხისჯვარი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ხანჩალი, კატნატუ, სათხა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ნინოწმინდაში;

13:00-დან 18:30 საათამდე აბონეტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში არაგვა, გომანი, ტრკნა, კოთელია, ვაჩიანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |