სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ნაქალაქევი, ტოლოში, გელსუნდა, ნიალა, გავეთი, თმოგვი, ჭაჭკარი, კორისხევი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში განძა, ფოკა, ხულგუმო, საღამო, ტამბოვკა, ასფარა, გორელოვკა და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |