სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივნისს 13:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ჭობარეთი, ივერია, ერკოტა, ღობიეთი, ფანაქეთი, თმოგვი, ფია, ნიალა, ტოლოში, ვარძია და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კუმურდო, კიროვაკანი, ჩამდურა, მურჯახეთი, ჩუნჩხა და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, პუშკინის, ლერმონტოვის, თბილისის, ღარსის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
გააზიარეთ :