სიახლეები
ახალციხესა და ახალქალაქში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ოქტომბერს 12:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში მაჯადია, ოლავერდი, ხულგუმო, კოჩიო, თოთხამი, დილისკა და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში 9 აპრილის, რუსთაველის, დავითი და კონსტანტინეს, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |