სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ნოემბერს 10:00-დან 10:30 საათამდე და 17:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დაბა ასპინძასა და ასპინძის რაიონის სოფლებში დამალა, ოშორა, ოთა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფელ დვირში;

13:45-დან 16:15 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში კლდე, წნისი, გიორგიწმინდა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |