სიახლეები
ახალქალაქში დენი გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუმურდო, ჩამდურა, კიროვაკანი, მურჯახეთი, ჩუნჩხა, მაჯადია, ახალქალაქი-აეროპორტის გზატკეცილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |