სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 იანვარს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში თორის, ნიკოლაძის, 300 არაგველის, გურამიშვილის, კოსტავას, ინგოგროყვას, დუმბაძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში 9 აპრილის, გურამიშვილის, ჭონქაძის, ხმალაძის, გიორგი ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში დიდი სმადა, მლაშე, მოხე, გომარო, ჭელა, ფლატე, არზნე და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში დიდი და პატარა ხანჩალი, კატნატუ, დილითი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |