სიახლეები
ადიგენში შუქი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 იანვარს 11:00-დან 16:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიდი სმადაში, ბოლაჯურში, მოხეში, ციხისუბანში, ჭელაში, ღორთუბანში, არალში, არზნესა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |